იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26 დეკემბერი 2014

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ითვალისწინებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და საკითხებზე, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების განახორციელებას.

 ერთობლივად დაიგეგმება  და განახორციელდება კონფერენციები  და სხვა მსგავსი სახის ღონისძიებები.

წინასწარ შეთანხმებულ თემებზე და საკითხებზე, ერთობლივად    განახორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლის მიზანიც არის მართლმსაჯულების და იურიდიული პროფესიის განვითარება.

 სამართლის კონკრეტულ დისციპლინებში შეიმუშავდება სასწავლო პროგრამები იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის და იზრუნებენ ამ პროგრამების შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სრულყოფის საქმეში იურიდიული პროფესიის განვითარებას და  თითოეული მხარის როლის გაზრდას ხარისხიანი მართლმსაჯულების შექმნის  პროცესში

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი